თურქული მხარის ინფორმაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ვლადიმერ პუტინთან ჰუმანიტარული დერეფნის შექმნაზე ისაუბრებს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის შესახებ ისაუბრებს.

ამის შესახებ თურქეთის ომბუდსმენმა შერეფ მალქოჩმა ანკარაში ომბუდსმენების შეხვედრის დასასრულს განაცხადა.

მალქოჩმა აღნიშნა, რომ მან ერდოღანს სთხოვა მხარი დაუჭიროს რუსეთსა და უკრაინას შორის ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის იდეას.

მისი თქმით, თურქეთის პრეზიდენტი აღნიშნულ ინიციატივას მიესალმა.

“თუ მოვახერხებთ უკრაინაში დაჭრილების, ბავშვებისა და ქალების გაცვლას, ეს ამ [ომბუდსმენების] შეხვედრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი იქნება”, - თქვა თურქეთის ომბუდსმენმა.

მან აღნიშნა, რომ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ამ მხრივ მუშაობა უკვე დაიწყო.

“მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი პრეზიდენტი ამ საკითხთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარს დღეს ან ხვალ გამართავს ბატონ ზელენსკისთანაც, ბატონ პუტინთანაც. ამის შემდეგ - საქმე ჩვენზეა. ერთად დავიწყებთ კოორდინაციას”, - თქვა მელქოჩმა.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2024
ბორის სოკოლოვი - რუსეთისთვის ჩინურ იუანზე ორიენტაცია სახიფათოა, რადგან, ჩინურ ხელისუფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლია იუანის კურსის დადგენა, სამწუხაროდ, ომი უკრაინაში 2024 წელს არ დასრულდება
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი