ჩინეთში, კორონავირუსის გავრცელების გამო, მოსახლეობას აფრთხილებენ, ხანდაზმული ნათესავების მონახულებისგან თავი შეიკავონ

ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პანდემიის პრევენციის ჯგუფი მოქალაქეებს აფრთხილებს, საახალწლო არდადეგების დროს ხანდაზმული ნათესავების მონახულებისგან თავი შეიკავონ.

„არ წახვიდეთ მათ მოსანახულებლად. არსებობს უამრავი გზა იმისთვის, რომ აჩვენოთ, რომ ზრუნავთ მათზე და სულაც არ არის საჭირო ის, რომ სახლში ვირუსი მიუტანოთ“, - განაცხადა სახელმწიფო საბჭოს პანდემიის პრევენციის ჯგუფის წევრმა, პროფესორმა გუო ჯიანვენმა.

ჩინური ახალი წლის არდადეგების პერიოდი 21 იანვრიდან, ქვეყანაში ინფიცირების ახალი ტალღის ფონზე იწყება.

ჯანდაცვის უწყებებმა განაცხადეს, რომ რამდენიმე დიდ პროვინციასა და ქალაქში, შორის პეკინსა და შანხაიში, მიმდინარე კვირაში ინფიციების პიკმა გადაიარა, მაგრამ არსებობს სერიოზული შეშფოთების საფუძველი რეგიონებში, სადაც ჯანდაცვის რესურსები უფრო შეზღუდულია და არავაქცინირებული ხანდაზმული ადამიანების რაოდენობა მაღალია.

ოფიციალურად, გასული თვის განმავლობაში კორონავირუსით 40-ზე ნაკლები ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ სხვადასხვა ანალიზის შედეგად აცხადებენ, რომ რეალური მაჩვენებელი გაცილებით მაღალია. ზოგიერთი პროგნოზის თანახმად, წლის ბოლომდე ქვეყანაში კორონავირუსს, შესაძლოა, 1 მილიონი ადამიანი ემსხვერპლოს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
Webster University Georgia-ს რექტორი ჟან პოლ ვან მარისინგი - უნივერსიტეტს აქვს პოტენციალი, რეგიონის საგანმანათლებლო ჰაბი გახდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2024
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად