თენგიზ ცერცვაძე - ამ სეზონზე გრიპით და რესპირაციული დაავადებებით გარდაცვალების შემთხვევა არ ყოფილა

ამ სეზონზე, გრიპით და რესპირაციული დაავადებებით გარდაცვალების შემთხვევა საერთოდ არ ყოფილა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ინტერპრესნიუსთან“ სეზონურ ვირუსებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ცერცვაძე განმარტავს, კორონავირუსის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს და კლინიკური ჯგუფის ყურადღების საგანი გრიპია.

მისივე თქმით, თუ მოქალაქე კორონავირუსსა და გრიპზე უარყოფითი ტესტის პასუხს მიიღებს, მაშინ მას აქვს სეზონური ვირუსული ინფექცია, მაგალითად, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, ადენოვირუსი, ან რინოვირუსით გამოწვეული ინფექცია, რაც კოვიდსა და გრიპზე ნაკლებად საშიშია, თუმცა საყურადღებო.

„ქვეყანაში გავრცელებულია A ტიპის გრიპის ორი ქვეტიპი - ერთი არის H3N2 და მეორე H1N1, რასაც “ღორის გრიპს” ვეძახით. ამ ორი ქვეტიპის გავრცელების მაჩვენებელი დაახლოებით ერთნაირია. მათი გავრცელების პირველი პიკი იყო დეკემბერში, მაშინ, როდესაც უფრო მეტად იყო კლინიკები გადატვირთული, ახლა ეს მაჩვენებელი შედარებით შემცირებულია, თუმცა მაინც ბევრია.

კორონავირუსის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს და კლინიკური ჯგუფის ყურადღების საგანი გრიპია. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ მას შემდეგ, რაც კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი იქნება, გრიპზეც გაკეთდეს ტესტი. თუ გრიპზე ტესტი დადებითია, ისევ ოჯახის ექიმის რეკომენდაციით, თუ ჩვენება იქნება, დაწყებული იყოს ანტივირუსული მკურნალობა პრეპარატ "ტამიფლუთი", ეს ყველას არ სჭირდება, მძიმე, რისკის ჯგუფებში უნდა იყოს გამოყენებული.

კოვიდის დროსაც ასეა, რისკის ჯგუფებში უნდა იყოს გამოყენებული „პაქსლოვიდი“ და „რემდესივირი“. ისე კარგად იმართება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსიც და გრიპიც, რომ კორონავირუსის ერთეული გარდაცვალება გვქონდა, გრიპით და სხვა რესპირაციული დაავადებებით ამ სეზონზე გარდაცვალება საერთოდ არ ყოფილა.

მაგალითად, აშშ-ში CDC-ს მონაცემებით, მარტო ამ სეზონზე გრიპით 14 ათასი ავადმყოფი გარდაიცვალა, ჩვენთან ჯერ გარდაცვალება არ ყოფილა.

თუ მოქალაქეს, კორონავირუსსა და გრიპზე უარყოფითი ტესტის პასუხს მიიღებს, მაშინ მას აქვს სეზონური ვირუსული ინფექცია, მაგალითად, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, ადენოვირუსი, ან რინოვირუსით გამოწვეული ინფექცია. ეს ინფექციები კოვიდსა და გრიპზე ნაკლებად საშიშია, თუმცა მაინც საჭიროა ექიმთან დაკავშირება, ექიმის რეკომენდაციების შესრულება. ცალკეულ შემთხვევაში ისიც შეიძლება გართულდეს, მაგრამ კოვიდი და გრიპი უფრო საფრთხილოა”, - აღნიშნავს ცერცვაძე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო