სომხური ეკლესია უფლის წინადაცვეთას აღნიშნავს

სომხური მართლმადიდებელი ეკლესია დღეს იესო ქრისტეს წინადაცვეთას აღნიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს და საქართველოში სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ეპარქიას ამ დღეს ულოცავს.

„სახარების მიხედვით, უფლის წინადაცვეთა დაბადებიდან მერვე დღეს მოხდა. წინადაცვეთა ნათლისღების წინასახეს წარმოადგენდა, რომელიც ახალ აღთქმაში ნათლობის საიდუმლომ ჩაანაცვლა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ეპარქიას საქართველოში და მის მრევლს დღესასწაულს და წარმატებას უსურვებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო