რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი - უკრაინასთან მოლაპარაკებები პირდაპირ, მედიატორების გარეშე უნდა გაიმართოს

რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები, განახლების შემთხვევაში, დიდი ალბათობით პირდაპირი იქნება, მედიატორების გარეშე, რაც საუკეთესო ვარიანტია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს მეორე დეპარტამენტის დირექტორმა ალექსეი პოლონჩუკმა TASS-თან ინტერვიუში განაცხადა.

„თუ და როდესაც ეს კონტაქტები განახლდება, ისინი, დიდი ალბათობით, პირდაპირიც იქნება და ეს იქნება საუკეთესო ვარიანტი, რადგან გამოცდილებამ აჩვენა, რომ დასავლელი შუამავლები ხშირად ახორციელებენ საკუთარ მიზნებს და ცდილობენ მოლაპარაკებებზე გავლენა მოახდინონ და მოქმედებენ არა კონფლიქტის მოგვარებისთვის, არამედ საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა მან, რითაც უპასუხა შეკითხვას, არის თუ არა რუსული მხარე მზად მომავალი მოლაპარაკებებისთვის უშუალოდ კიევის დღევანდელ ხელისუფლებასთან.

ალექსეი პოლონჩუკის განცხადებით, უკრაინულ მხარესთან შარშანდელი მოლაპარაკებები პირდაპირი იყო.

„აქამდე ჩვენ მხოლოდ უშუალოდ ვურთიერთობდით უკრაინელებთან, იმ პლატფორმების გამოყენებით, რომელსაც გვთავაზობდნენ, რასაც ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ. რუსეთ-უკრაინული დიალოგის სამი რაუნდი ბელორუსში, ერთი კი თურქეთში გასული წლის თებერვალ-აპრილში გაიმართა. მოგვიანებით თითქმის ყოველდღიური კონტაქტები იმართებოდა ვიდეო კავშირის საშუალებით, ეს იყო პირდაპირი მოლაპარაკებები უკრაინელებთან“, - აღნიშნა მან.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს