საქართველოს უნივერსიტეტის ქართულ-ამერიკული კინოაკადემიის წარმატება

საქართველოს უნივერსიტეტის ქართულ-ამერიკულ კინოაკადემიში ხელმისაწვდომია კინოწარმოების სასერტიფიკატო კურსები, სადაც სტუდენტი ეუფლება ფილმწარმოებას წამყვანი პროფესიონალებისგან და აკადემიაში ხელმისაწვდომი თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობის გამოყენებით, იღებს საკუთარ მოკლემეტრაჟიან ფილმს. დაარსებიდან 1 წლის თავზე, ქართულ-ამერიკულ კინოაკადემიაში კინოწარმოების კუსის შედეგად, სტუდენტების მიერ გადაღებული ათობით მოკლემეტრაჟიანი ფილმი შეიქმნა. აქედან რამოდენიმე კურსდამთავრებულის ფილმი უკვე საერთაშორისო კინოფესწივალებზე იქნა წარდგენლი.

კინოაკადემიის დამაარსებელი, დიდი გამოცდილების მქონე ფილმმწარმოებელი - სცენარისტი, პროდიუსერი და რეჟისორი - მირზა პაპუნა დავითაიაა, რომლის მდიდარი ფილმოგრაფია მოიცავს ისეთ ფილმებს, როგორებიცაა აგვისტოს 5 დღე, ანტონი, ვიწრო ხიდი, ვეფხისტყაოსანი და სხვა.

ბატონო პაპუნა, რა იზიდავს სტუდენტს ქართულ-ამერიკული კინოაკადემიის სასერტიფიკატო კურსებზე?

პირველ რიგში საკუთარი ფილმის გადაღების სურვილი, საკუთარი კრეატიული იდეების რეალიზაციის შესაძლებლობა და ზოგადად, აუდიო-ვიზუალური ხელოვნების სფეროს ინტერესი. ჩვენთან, ამ სფეროთი დაინტერესებულ ადამიანს აქვს წვდომა უახლეს, თანამედროვე ტექნიკაზე და ამით რეალური შესაძლებლობა, თანაკურსელების და ლექტორების დახმარებით, გადაიღოს საკუთარი ფილმი, საკუთარი სცენარის მიხედვით. ამ პროცესში, მიიღოს უდიდეს გამოცდილება, ფილმის გდაღების რეალურ პროცესებში მონაწილეობით, დაესწროს მასტერკლასებს, გამოცადოს საკუთარი თავი ფილმწარმოების სხვადასხვა პროფესიებში, აღმოაჩინოს საკუთარი ძლიერი მხარები, ნიჭი, მიიღოს მისთვის მნიშვნელოვანი რჩევები. ისწავლოს პრაქტიკაში, დაუშვას შეცდომები და ისწავლოს, ამ შეცდომების გამოსწორება. და ბოლოს, რაც მთავარია, დაინახოს თავისი სახელი არა მხოლოდ საკუთარი ფილმის ტიტრებში, არამედ თანაკურსელების ფილმების ტიტრებშიც. უკვე ჩატარებული სტუდენტური ფილმების ჩვენებების გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ ეს ძალიან საამაყო და ამაღელვებელია, როგორც სტუდენტებისთვის, ასევე ჩვენთვის, ჩვენი ლექტორებისთვის.

ვამაყობთ ჩვნეი კურსდამთავრებულებით, რომლებაც გადაიღეს საკუთარი მოკლემეტრაჟიანი ფილმები, ძალიან კარგი ფილმები, რომელთა ნაწილი წარსდგა საერთაშორისო კინოფესტივალებზეც კი. ეს ძალიან დიდი შედეგია.

მათ, ვისაც უნდა გადაიღოს საკუთარი ფილმი და დაეუფლოს კინოწარმოებას ახლაც ვთავაზობთ რეგისტრაციას მომდევნო კურსზე, 50% ფასდაკლებით. ინფორმაციის მიღება ამის შესახებ მათ ჩვენი ფეისბუქ გვერდიდან შეუძლიათ.

ქართულ-ამერიკული კინოაკადემია პირველია საქართველოში, სადაც აუდიო-ვიზუალური ხელოვნებით დაინტერესებულ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, ისწავლოს ფილმწარმოება და თვითონ გადაიღოს ფილმი. კონკრეტულად რას და როგორ ასწავლით?

ფილმწარმოების სასწეტიფიკატო კურსებზე პროფესიონალი ლექტორები ასწავლიან სცენარის წერას, რეჟისურას, პროდიუსინგს, მონტაჟს, ხმის დიზაინს და კინომუსიკას. სწავლის მეთოდი არის პრაქტიკული. ჩენი კინოწარმოების კურსები დაარსდა ნიუ იორკის ფილმის აკადემიის და ლოს ანჯელესის კინო სკოლის მაგალითზე. ანუ, ჩვენი კურსები იქ არსებული კურსების ანალოგია.

ყველაზე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმას, რომ სტუდენტს არა მხოლოდ თეორიულად ვასწავლით ფილმწარმოებას, არამედ საშუალებას ვაძლევთ მას, ჩვენთან არსებული თანამედროვე, უახლესი ტექნიკის გამოყენებით, კურსის განმავლობაში მის მიერ დაწერილი სცენარის საფუძველზე თვითონ გადაიღოს ფილმი, ასევე მიიღოს დიდი გამოცდილება თანაკურსელების ფილმების გადაღების პროცესში მონაწილეობით. რაც მთავარია, ჩვენთან სტუდენტი ქმნის საკუთარ პორტფოლიოს. ამით, მომავალში მას შეუძლია დამსაქმებლის წინაშე წარსდგეს საკუთარი ფილმით, რაც ყველაზე კარგი შესაძლებლობაა, ამ სფეროში საკუთარი თავის პრეზენტაციის.

რა სიახლეებს ველოდოთ მომავალში?

ახლო მომავალში, საზოგადოებას ვაცნობებთ მნიშვნელოვან სიახლეებს. გარდა კინოწარმოების კურსებისა, მალე, ჩვენთან ხელმისაწვდომი იქნება კინომსახიობის ხელოვნების კურსი, სადაც დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ დიდი გამოცდილების მქონე, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი პროფესიონალების მასტერკლასებისგან შემდგარი პრაქტიკული კურსის მეშვეობით დაეუფლოს კინომსახიობის ხელოვნებას და აქაც, შეიქმნას საკუთარი პორტფოლიო. ანუ, კურსის ბოლოს, სტუდენტისთვის ჩაიწერება მის მიერ შესრულებული როლის მონაკვეთი. კურსის სტუდენტები სწავლის პერიოდშივე შეძლებენ ფილმწარმოების კურსის სტუდენტების მიერ გადაღებულ ფილმებში მონაწილეობას მსახიობის რანგში. კურსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მალე გავავრცელებთ.

(R)

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ