გურამ მაჭარაშვილი - აშშ-ს საქართველოს მიმართ ვასალური დამოკიდებულება აქვს - ცხადია ისიც, რომელი ქვეყანაა იმ მიზნის წყარო, რასაც საქართველოში მეორე ფრონტი ჰქვია

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, „ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ აშშ-ს საქართველოს მიმართ „ვასალური დამოკიდებულება“ აქვს.

მაჭარაშვილის თქმით, უკრაინა საქართველოსთან მიმართებით აშშ-ის მიერ დელეგირებული უფლებით სარგებლობს, შესაბამისად, მაჭარაშვილი ასკვნის, რომ ცხადია ისიც, თუ რომელი ქვეყანაა იმ „მიზნის წყარო, რასაც ჰქვია მეორე ფრონტი საქართველოში“.

„კასიანოვმა პრაქტიკულად ის აღიარა, რომ ისინი სარგებლობენ ამერიკის მიერ დელეგირებული უფლებით საქართველოში. ეს არის აქ ყველაზე საყურადღებო, რასაც ჩვენ ვამბობდით ყოველთვის. ნედ პრაისის განცხადება, რომ ჩვენ უკრაინას მივეცით დელეგირება საქართველოსთან მიმართებაში - ვასალური დამოკიდებულება, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების არასწორი დამოკიდებულება - იქ შედით, აქ გაისეირნეთ, ევროპარლამენტარების დამოკიდებულება, ახლა კი კასიანოვმა პირდაპირ თქვა, უკრაინის ხელისუფლების განცხადება ეკუთვნის ამერიკის მიერ დელეგირებულ უფლებამოსილების ფარგლებში ბატონ კასიანოვს, შესაბამისად, ცხადია, საიდან არის წყარო იმ მიზნის, რასაც ჰქვია მეორე ფრონტი საქართველოში. თქვენ როგორ მიიღებდით განცხადებას, როცა პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი ამბობს, რომ მისცეს დელეგირება სხვა, მესამე სახელმწიფოს საქართველოსთან მიმართებით? ამერიკასთან ურთიერთობა რატომ უნდა დაალაგოს უკრაინამ, ეს ვასალური დამოკიდებულება თუ არ არის? საზოგადოებას და მეც მიმაჩნია, რომ ამერიკა-საქართველოს პარტნიორული ურთიერთობა იმსახურებს იმას, ჩვენ გვქონდეს პირდაპირი კავშირები და არა მესამე სახელმწიფოს მეშვეობით. მეტი როგორ დავაზუსტო? ვასალური დამოკიდებულება რას ნიშნავს ეს თუ ვიცით, განცხადების შინაარსი გითხარით“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო