ლაშა ბერიძე - დღეს ამოცანაა, ქართული საზოგადოების რაც შეიძლება დიდ ნაწილს რეალობა დავაჯეროთ - რეალობა არის ის, რომ ომში უკრაინა იგებს და რუსეთი მარცხდება

დღეს ჩვენი, ყველას, ვინც უკრაინის ომზე ვსაუბრობთ, ამოცანაა, რომ ქართული საზოგადოების რაც შეიძლება დიდ ნაწილს რეალობა დავაჯეროთ. რეალობა არის ის, რომ ამ ომში უკრაინა იგებს და რუსეთი მარცხდება. დრო დასჭირდება, მაგრამ დამარცხდება, - ამის შესახებ გენშტაბის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ლაშა ბერიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, თუ უკრაინამ ასეთი სტრატეგია გააგრძელა, „გამოფიტვის ომი“ უფრო დიდხანს გაგრძელდება, მაგრამ გამარჯვების შედეგი თითქმის გარანტირებულია.

„უკრაინის მეორე გამოსავალია გადავიდეს შეტევაზე, რომელსაც თავისი რისკები ახლავს. პირველი, შეტევაში ხარჯი არის სამმაგი ისევე, როგორც მსხვერპლის რისკები. საბრძოლო მასალების ხარჯი შეიძლება მეტი დაგჭირდეს, სამმაგი, ოთხმაგი, არ იცი, სად გახვალ. შეტევაზე თუ ასე მასიურად გადახვედი და არ გამოგივიდა, მერე რას აკეთებ? ანუ შეტევას თავის რისკები აქვს. არადა ასეთი სახის ომი რომ გააგრძელოს, რუსეთს, ადრე თუ გვიან, გამოფიტავენ. მეორეა, გადავიდეს შეტევაზე. ვფიქრობ, უკრაინელები „გამოფიტვით ომს“ გააგრძელებენ.

„გამოფიტვით ომის" შემთხვევაში, ისეთ დროს, როდესაც ბახმუტს რუსები უტევენ, უკრაინას უფრო ხელს აძლევს. ადვილი გამოსავალი არ არსებობს, ამიტომ მე უფრო ვფიქრობ, რომ არჩეული იქნება გრძელვადიანი ომის გზა და გამოფიტვაზე ორიენტირებული, რადგანაც ამ ომის სწრაფად დამთავრება გარკვეულ რისკებს შეიცავს უკრაინის მიმართულებით“, - განაცხადა ლაშა ბერიძემ.

რაც შეეხება მოსაზრებას ბელარუსის მხრიდან კიევზე შეტევის შესახებ, როგორც პოლკოვნიკი ამბობს, ახლა კიევს ისეთი ძალები იცავს, რომ მასზე შეტევა აბსურდი იქნება.

„კიევი არის ძალიან დიდი ქალაქი, რომელიც ძალიან გამაგრებულია. ბელარუსში რუსეთის მოქმედებას აქტივობა აქვს იმიტომ, რომ თუ ისინი ბელარუსში მოქმედებენ, უკრაინა იძულებულია კიევის თავდაცვაზე სერიოზული დაჯგუფება ჰყავდეს. ამას ვერ გარისკავს. კიევის აღება დღეს არის შეუძლებელი“ - აღნიშნა ლაშა ბერიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო