იაგო ხვიჩია - მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით „მაგნიტსკის სია“ არ შედგება - „ნაციონალური მოძრაობა“ ამ რაღაცაში დროს კარგავს

„გირჩის“ დეპუტატის, იაგო ხვიჩიას აზრით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით „მაგნიტსკის სია“ არ შედგება.

როგორც ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ „ამ რაღაცაში“ დროს კარგავს, მაგრამ მას წარმატებებს უსურვებს.

„არ მჯერა, რომ „მაგნიტსკის სია“ გამოვა. სია არ შედგება - ასეთი სია არ შეიქმნება, მით უფრო პოლიტიკოსების და მით უფრო „ნაცმოძრაობის“ მიერ. მათ მიხეილ სააკაშვილიც მოუწოდებს, რომ საქმე არასამთავრობო ორგანიზაციებს დაუთმონ. NGO-ებს კი დიდი გულმოდგინება არ ეტყობათ.

„ქართულ ოცნებას“ აწყობს ასეთ არასერიოზულ თემებზე საუბარი - როცა ქვეყანა სავსეა სერიოზული თემებით, რაზეც საუბარს ყველა გაურბის, „ქართულ ოცნებას“ აწყობს ილაპარაკო მიხეილ სააკაშვილის კუჭის მოქმედებაზე ან „ნაცმოძრაობის“ მიერ „მაგნიტსკის სიის“ შედგენაზე - ეს არის „ქართული ოცნების“ ოცნება და ამაში მას ჩვენი კოლეგები შეგნებულად ან გაუთვითცნობიერებლად ეხმარებიან“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო