დიმიტრი ხუნდაძე - „სააკაშვილის სიაში“ პირველი უნდა იყოს თვითონ, რადგან  მისი ჯანმრთელობის დაზიანება დადასტურებულად დაიწყო სწორედ მიხეილ სააკაშვილმა

უმრავლესობის დეპუტატი , “ხალხის ძალის“ წევრი დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ გიული ალასანიასთან დაკავშირებით გავრცელებული ჩანაწერის ავთენტიკურობა უნდა დადგინდეს.

როგორც ხუნდაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ამის საჭიროება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე არსებობს.

„ჩანაწერთან დაკავშირებით ბევრი პოლიტიკური შეფასება გაკეთდა. იყო შენიშვნები, იყო უარყოფაც. ვფიქრობ, უნდა დადგინდეს მისი ნამდვილობა, ავთენტიკურობა. თუ ეს გაკეთდება, გაიზრდება დამაჯერებლობის ხარისხი და მხარეებს არ მიეცემათ სპეკულაციის საშუალება. რადგან ასეთი ჩანაწერი გავრცელდა, სჯობს დადგინდეს, რამდენად მაღალია მისი დამაჯერებლობა“, - განაცხადა ხუნდაძემ.

ის ასევე, გამოეხმაურა „მაგნიტსკის სიის“ გაფართოების საკითხს და მასში იმ პირების შეყვანას, რომელსაც ბრალი მიუძღვით მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ხუნდაძის თქმით, ასეთ შემთხვევაში სიაში პირველი თავად მიხეილ სააკაშვილი უნდა შეიყვანონ.

„თუკი ვინმე აპირებს ამ სიის შედგენას და ეს მათი გაგებით უნდა იყოს, თუ ვინ მიიღო მიხეილ სააკაშვილის წამებასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაში მონაწილეობა, ვფიქრობ, ჯერ უნდა დადასტურდეს ასეთი ფაქტი და შემდეგ შეეცადონ ამ სიის შედგენას. თუ დადასტურებამდე აპირებენ ამდაგვარი სიის შედგენას, ვფიქრობ, პირველი ამ სიაში უნდა ჩაწერონ თავად მიხეილ სააკაშვილი, რადგან მისი ჯანმრთელობის ზიანი დადასტურებულად მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო: გამოაცხადა შიმშილობა, უარი თქვა ინსტრუმენტულ კვლევებზე და არ ასრულებს ექიმების რეკომენდაციებს, ეს ყველაფერი დადასტურებულია. ასევე, ერთ- ერთმა მისმა ექიმმა, ექსპერტმა თქვა, რომ ის ხშირად იღებდა ალკოჰოლს, რაც საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა, ამიტომ სიაში პირველი უნდა იყოს თვითონ,“ - განაცხადა ხუნდაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო