მიხეილ ხიდურელი - უმსხვილესი სინგაპურული კორპორაციის საქართველოში შემოყვანით, ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი კიდევ ერთი მასშტაბური პროექტით წარმოჩინდა

საქართველოში უმსხვილესი სინგაპურული კორპორაციის შემოყვანით, ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი კიდევ ერთი მასშტაბური პროექტით წარმოჩინდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა ქიმიური წარმოების ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია Indorama Corporation-ის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

„საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით ეს პროექტი შედგა და აღნიშნული ინვესტიცია ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იქნება საქართველოში. კორპორაცია მომდევნო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსის ინვესტირებას გეგმავს საწარმოს მოდერნიზების, განვითარებისა და წარმოების გაფართოების მიმართულებით“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

მისი თქმით, მსოფლიო მასშტაბის ქიმიური წარმოების ერთ-ერთი ლიდერის საქართველოს ბაზარზე შემოყვანით სააგენტომ გადაჭარბებით შეასრულა ყველა სტრატეგიით გაწერილი მაჩვენებელი.

როგორც მიხეილ ხიდურელი აღნიშნავს, კომპანია წლების განმავლობაში სწავლობდა საქართველოს საინვესტიციო კლიმატსა და შესაძლებლობებს, რაშიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების გუნდი აქტიურად იყო ჩართული.

სინგაპურულმა კომპანიამ, რომელსაც მსოფლიოს 38 ქვეყანაში 160-ზე მეტ საწარმო აქვს და 45,000 ათასზე მეტ ადამიანს ასაქმებს, რუსთავის აზოტოვანი სასუქების საწარმო შეიძინა.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა