გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წელს, 12 295 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, 2022 წლის 1-ელი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 12 295 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს, რომელთაგან 509 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს,- ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საგამოძიებო ორგანოებს გადაეგზავნა.

„ყველაზე მეტი - 3 881 ფაქტი, უკანონო ტყითსარგებლობას ეხება; 1 802 ტყის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტია, 1 298 - ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების წესის დარღვევა, 781 კი, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტია.

2022 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ასევე გამოავლინეს ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 2 718, ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობის დარღვევის 1 843, თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევის 1 103, წიაღის კანონმდებლობის დარღვევის 754, მიწის კანონმდებლობის დარღვევის 397, წყლის კანონმდებლობის დარღვევის 366 და ნებართვის პირობების დარღვევის/უნებართვო საქმიანობის 327 ფაქტი. ამავე პერიოდში, სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის 906 ფაქტია გამოვლენილი.

დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2 760 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს კახეთში. 2 730 ფაქტია გამოვლენილი დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, აღმოსავლეთის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 1 674, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 1 532, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 1 166, ქვემო ქართლში - 769, სამცხე-ჯავახეთში - 760 ფაქტი. შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა კი, 62 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს.

რაც შეეხება დედაქალაქს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, 2022 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, თბილისში 842 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევაა გამოვლენილი. მათგან 19 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო