საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აბიტურიენტებს STEM საგნებში უფასო, მოსამზადებელ ონლაინ კურსებს სთავაზობს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აბიტურიენტებს STEM საგნებში უფასო, მოსამზადებელ ონლაინ კურსებს სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კურსები მიზნად ისახავს, აბიტურიენტების ორი მოდულის მიხედვით- „მათემატიკა + ფიზიკა“ ან „მათემატიკა + ქიმია“ მომზადებას. ორივე მოდულში წამყვანი საგანი მათემატიკაა, თუმცა მასთან ერთად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აბიტურიენტებს STEM-ის კიდევ ერთი საგნის, ფიზიკის ან ქიმიის შესწავლის შესაძლებლობას აძლევს. ამ ორი დამატებითი საგნიდან, რომელს შეისწავლის აბიტურიენტი, მის არჩევანზეა დამოკიდებული.

„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს ონლაინ კურსები პირველად რამდენიმე წლის წინ შესთავაზა. აღსანიშნავია, რომ აბიტურიენტებში სტუ-ის ახალმა პროექტმა დიდი ინტერესი გამოიწვია. გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი მიზანი, STEM საგნების პოპულარიზაციისა და მოტივირებული ახალგაზრდებისათვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, წარმატებითაა შესრულებული. დღეს, როცა სინათლის სიჩქარით ვითარდება ტექნიკა, ვფიქრობთ, ახალგაზრდებში STEM საგნების მიმართ ინტერესის გაღვივება ძალიან მნიშვნელოვანია. უნივერსიტეტი ცდილობს სკოლაში სწავლის პარალელურად, მომავალ აბიტურიენტებს ცოდნის დიაპაზონი გაუფართოოს, რაც მათთვის, როგორც აბიტურიენტობისას, ასევე სტუდენტობის დროს სასარგებლო იქნება“, - აცხადებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, ონლაინ კურსებში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს სხვადასხვა ქალაქებისა და რეგიონების სკოლების დამამთავრებელი (მე-11 და მე-12) კლასის მოსწავლეებს. ასევე, 20 წლის ჩათვლით სკოლადამთავრებულ იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ სწავლობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

ონლაინ კურსებზე რეგისტრაცია პორტალზე- https://abiturienti.gtu.ge/ უკვე დაწყებულია და 15 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

კურსებს სტუ-ის აკადემიური პერსონალი ჩაატარებს და სასწავლო პროცესი თებერვლიდან დაიწყება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო