პროკურატურა - პროკურატურის თანამშრომელთა სამუშაო გარემოს გაუმჯობესების და მწვანე ოფისის კონცეფციის დანერგვის მიზნით, გენერალურ პროკურატურაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

პროკურატურის თანამშრომელთა სამუშაო გარემოს გაუმჯობესების, ასევე, მწვანე ოფისის კონცეფციის დანერგვის და ბუნებრივი რესურსების მოხმარების ოპტიმიზაციის მიზნით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, 2022 წელს, შენობის მეორე და მესამე სართულების სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩატარდა.

„შესაბამისად, გენერალური პროკურატურის თანამშრომლებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, განახლებული და სათანადო ტექნიკური მოწყობილობებით აღჭურვილი სამუშაო სივრცეები შეიქმნა. ასევე, გენერალურ პროკურატურაში განახლდა და გარემონტდა სპორტული და სავარჯიშო დარბაზები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პროკურატურის თანამშრომლების სპორტულ აქტივობას და მათ შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. ამასთან, სრულად განახლდა და შეიცვალა საქართველოს გენერალური პროკურატურის ადმინისტრაციული შენობის სახურავი.

გარდა ამისა, მწვანე ოფისის კონცეფციის დანერგვის და ბუნებრივი რესურსების მოხმარების ოპტიმიზაციის მიზნით, 2022 წელს, საქართველოს გენერალური პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაზე მზის ენერგიის პანელები დამონტაჟდა. პროექტი ლიეტუვურ კომპანია „UAB OKATA“-ს, მისი ადგილობრივი პარტნიორის შპს ,,სოლარ ენერჯი ჯორჯიას“ და საქართველოს პროკურატურას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე განხორციელდა. აღნიშნული პროექტის მიზანია მწვანე ოფისის კონცეფციის დანერგვა, ნახშირორჟანგის (C02) ემისიის შემცირება, ბუნებრივი რესურსების ოპტიმიზაცია და კომუნალური ხარჯების შემცირება.

საქართველოს პროკურატურა სამომავლოდაც გეგმავს სხვა ადმინისტრაციული შენობების ანალოგიური მზის ენერგიის პანელებით აღჭურვას, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადს. აღნიშნული პროექტი ხარჯების დაზოგვის და გარემოზე ზრუნვის პოლიტიკის ერთობლივი კომპონენტია.

პროკურატურის თანამშრომელთა სამსახურებრივი საქმიანობისთვის საჭირო სათანადო მატერიალურ-ტექნიკური პირობებით აღჭურვის მიზნით, ინფრასტრუქტურული პროექტები მომავალშიც გაგრძელდება“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2024
ბორის სოკოლოვი - რუსეთისთვის ჩინურ იუანზე ორიენტაცია სახიფათოა, რადგან, ჩინურ ხელისუფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლია იუანის კურსის დადგენა, სამწუხაროდ, ომი უკრაინაში 2024 წელს არ დასრულდება
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი