„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის გიორგი მუმლაძის წარმომადგენლის ალექსანდრე მილორავას განცხადებით, ისინი გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან.
„დღეიდან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერებს შეუძლიათ 26 იანვრის 10:00 საათამდე გაიარონ რეგისტრაცია, ხოლო 28 იანვრის 10:00 საათიდან - 30 იანვრის 10:00 საათამდე მიიღონ მონაწილეობა, მხარი დაუჭირონ მათ სასურველ კანდიდატს. ორი კვირაა დარჩენილი და მე მოვუწოდებ ყველა ამომრჩეველს, მიიღონ გულწრფელი გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვართ გამარჯვებაში“, - განაცხადა ალექსანდრე მილორავამ.
ცნობისთვის, „ნაციონალურ მოძრაობაში” პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია დღეს იწყება. პარტიის ოფისში საარჩევნო კომისიის წევრები კონსულტაციას მართავენ, სადაც განიხილავენ არჩევნებთან დაკავშირებით ტექნიკურ საკითხებს, თუ ვინ შეძლებს ხმის მიცემას და როგორ იქნება შესაძლებელი ონლაინ რეგისტრაცია.