"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებში ხმის მიცემა 28 იანვარს დაიწყება და 30 იანვარს დასრულდება

"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობისთვის ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესი დღეს დაიწყება, ხოლო არჩევნების შედეგები 30 იანვარს გახდება ცნობილი. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი, ნინო კვიტაიშვილი განმარტავს, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევნების პროცესი მთლიანად ფარული იქნება და შედეგებს საზოგადოება 30 იანვარს, დილით გაეცნობა, როდესაც ხმის მიცემის პროცედურა დასრულდება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხმის მიცემის პროცედურა 28 იანვარს, დილის 10:00 სთ-დან დაიწყება და 30 იანვარს დასრულდება.

„დღეს დაიწყება თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობისთვის ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესი. ამ მიზნით „ფეისბუქის“ ჩვენ ოფიციალურ გვერდზე განთავსდება ბმული, რომელზეც ხელის დაჭერის შემთხვევაში ამომრჩეველი სარეგისტრაციო ფანჯარაში გადადის, სადაც მას შეჰყავს თავისი პირადი მონაცემები: გვარი, პირადი ნომერი და ტელეფონის ნომერი, რის შემდეგაც იგი მიიღებს ვერიფიკაციის კოდს და ვერიფიკაციის კოდის გააქტიურების შედეგად, ის ხდება ამომრჩეველთა ერთიან პროცესში. თავად რეგისტრაციის პროცესი დღეიდან წარიმართება 26 იანვრის დილის 10:00 სთ-მდე. პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ პროცესი, როგორც ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებით, ისე ხმის მიცემის პროცედურასთან დაკავშირებით, თუ რომელმა ამომრჩეველმა რომელ კანდიდატს დაუჭირა მხარი, არ იქნა საზოგადოებისთვის ცნობილი. ანუ, პროცესი მთლიანად იქნება ფარული და შედეგებს საზოგადოება გაეცნობა 30 იანვრის დილით, როდესაც ხმის მიცემის პროცედურა დასრულდება. ხმის მიცემის პროცედურა იქნება 48 საათის განმავლობაში, 28 იანვრის დილის 10:00 სთ-დან 30 იანვრის დილის 10:00-საათამდე“, - განაცხადა კვიტაიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო