გია ცაგარეიშვილი - თუ გაინტერესებთ, პუტინის რეჟიმმა და პუტინის ჯალათებმა რა დამართეს მაგნიტსკის, ორი ღერი ინგლისური ხომ იცით? – „დასერჩეთ“ და ნახეთ, ვინ იყო მაგნიტსკი, რა პირობებში იმყოფებოდა

თუ გაინტერესებთ, პუტინის რეჟიმმა და პუტინის ჯალათებმა რა დამართეს მაგნიტსკის, ორი ღერი ინგლისური ხომ იცით? - "დასერჩეთ", დაძებნეთ და ნახეთ, ვინ იყო მაგნიტსკი, რა პირობებში იმყოფებოდა - ამ ადამიანს სული "ბუტირკაში" ამოხადეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა განუცხადა.

ცაგარეიშვილის აზრით, სერგეი მაგნიტსკის საქმის მიხეილ სააკაშვილთან შედარება, რომელიც

VIP 2-ოთახიან პალატაში იმყოფება და ათასობით მნახველი ჰყავს, არ შეიძლება.

"დასკვნები შემდეგ გააკეთეთ, ვინ ტანჯავს და ვინ დევნის სწორუპოვარ გმირს და ჰუმანისტ სააკაშვილს. ამ ყველაფრის შეფუთვა და გაყიდვა რომ იყო საჭირო, ამიტომ დაიქირავეს 15 ათას დოლარად ლობისტური კომპანია. სხვათა შორის, ამ კომპანიას ხელშეკრულება გასდის და გვაინტერესებს, ეს გაგრძელდება თუ არა. როგორც ვატყობ, იმისკენ მიდის პროცესი, რომ ბინძური პასკვილი შეიქმნას და ქვეყანას დაბრალდეს ის, რაც წარმოუდგენელია", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო