ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური სრულდება

2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური 9 იანვარს დაიწყო და 13 იანვარს, 16:30 საათზე დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ინფორმაციის თანახმად, ოლიმპიადის მეორე ტურში პირველი ტურის შედეგად თითოეულ საგანში გამოვლენილი 1000 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე მონაწილეობს.

მათივე თქმით, პირველადი შედეგები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ნაშრომების გასწორების დასრულებისთანავე გამოქვეყნდება.

„მესამე, დასკვნით ტურში გადასვლის უფლებას მოიპოვებს ის მოსწავლე, რომელიც დააგროვებს შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50%-ს და მოხვდება შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ორმოცდაათ მონაწილეს შორის.

ოლიმპიადის მიზანია სასწავლო პროცესის სტიმულირება და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება. ასევე, იმ ნაკრებებისათვის კანდიდატების გამოვლენა, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებზე საქართველოს სახელით მიიღებენ მონაწილეობას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით