უკრაინის რადამ ვიქტორ მედვედჩუკს და კიდევ 4 დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყვიტა

უკრაინის უმაღლესმა რადამ სახალხო დეპუტატებს, ვიქტორ მედვედჩუკს, ტარას კოზაკს, ანდრეი დერკაჩს, რენატ კუზმინს და ანდრეი აქსიონოვს უფლებამოსილება შეუწყვიტა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიქტორ მედვედჩუკს, ტარას კოზაკს, ანდრეი დერკაჩს და რენატ კუზმინს რადამ მანდატები მოქალაქეობის დაკარგვის გამო ჩამოართვა.

გარდა ამისა, დეპუტატებმა დააკმაყოფილეს კიდევ ერთი დეპუტატის, ანდრეი აქსიონოვის განცხადება მანდატზე ნებაყოფლობით უარის თქმის შესახებ.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიქტორ მედვედჩუკს, ტარას კოზაკს, ანდრეი დერკაჩს და რენატ კუზმინს უკრაინის მოქალაქეობა რამდენიმე დღის წინ უშიშროების სამსახურისა და უკრაინის სახელმწიფო მიგრაციის სამსახურის მიერ მომზადებული მასალების საფუძველზე ჩამოართვა. „თუ სახალხო დეპუტატები აირჩევენ ემსახურონ არა უკრაინელ ხალხს, არამედ უკრაინაში ჩასულ მკვლელებს, ჩვენი ქმედება შესაბამისი იქნება”, - განაცხადა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო