მიხეილ სარჯველაძე - არავითარი წინაპირობა არ არსებობს იმის სათქმელად, რომ სააკაშვილის შემთხვევის მაგნიტსკის საქმესთან მსგავსება შეიძლება იქნას აღმოჩენილი

ნუ გიხარიათ ნურავის თქვენი ქვეყნის უპატივცემულობა - წინასწარ ინსინუაციების დაგეგმვა ზოგიერთი თანამდებობის პირის მხრიდან უკრაინის ხელისუფლებაში არ არის ის, რაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს განამტკიცებს, - ასე მიმართა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს. დეპუტატი უკრაინაში სააკაშვილთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ ვინმეს კითხვები აქვთ, შეუძლიათ დასვან და პასუხები მიიღონ, ასევე შეუძლიათ დაელოდონ საქმის განხილვას საქართველოს სასამართლოში.

„გამოძიების დაწყება ასე არ არის, არ შეიძლება ყველაფერი პოლიტიკის და პიარის ნაწილად გავხადოთ, მით უმეტეს საკითხები, რომელიც სამართლებრივია, იურისდიქციები არსებობს, ქვემდაბარეობები, ვინ, როგორ და რა შემთხვევაში უნდა გამოიძიოს, არ შეიძლება მარტო იმიტომ, რომ დღეს ვინმე უკრაინის ხელისუფლებაში სააკაშვილს პოლიტიკურად გულშემატკივრობს, ყველა ეს წესი გვერდზე გადაიდოს და ყველა წესის მიღმა და დარღვევით რაღაც პროცედურები წარიმართებოდეს. სუვერენული სახელმწიფო ვართ, ნუ გიხარიათ ნურავის, მარტო იმიტომ, რომ შეიძლება სააკაშვილს გულშემატკივრობდეთ, თქვენი ქვეყნის უპატივცემულობა. მხოლოდ პიარის მოტივით, ფაქტების საწინააღმდეგოდ, ფაქტების მიუღებლად, ერთი სახელმწიფოს მიერ მეორეს წინააღმდეგ აქტივობების დაგეგმვა არ არის ის, რაც უნდა გიხაროდეთ.

წინასწარ ინსინუაციების დაგეგმვა ზოგიერთი თანამდებობის პირის მხრიდან უკრაინის ხელისუფლებაში ან ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, არ არის ის, რაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს განამტკიცებს," - განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, საუბარი „მაგნიტსკის სიასთან“ დაკავშირებით ნონსენსია.

„არავითარი წინაპირობა არ არსებობს იმის სათქმელად, რომ სააკაშვილის შემთხვევის მაგნიტსკის საქმესთან მსგავსება შეიძლება იქნეს აღმოჩენილი. გამორიცხულია, ვინმემ ახსნას ობიექტური კრიტერიუმით, თუ რა შეიძლება იყოს პარალელი, ეს სხვა არაფერია თუ არა პიარული სვლა, სიაზე საუბრის წამოწყებით, მაგნიტსკის ნეგატიური ფაქტორის მოშველიებით დისკრედიტაციის მცდელობასთან გვაქვს საქმე, სერიოზული მიზანი და განზრახვა რომ არ ექნება არც ერთ ასეთ წამოწყებას საქართველოსთან მიმართებით, უდავო ჭეშმარიტებაა და თვითონაც კარგად მოეხსენებათ მათ, ვინც საუბრობს ამ სიაზე,"- განაცხადა სარჯველაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო