გიგი წერეთელი - თუ რაიმე სიასა და გვარებზეა ლაპარაკი, ბუნებრივია პოლიტიკოსების გარეშე ეს სია ვერ შედგება და არც წონა ექნება - ციხის რომელიმე თანამშრომლის ან ექიმის დასანქცირება არ იქნება ეფექტის მომტანი

თვითონ ბროუდერის განცხადებები და ის, რომ ამ საკითხზე მუშაობა დაწყებულია, რასაკვირველია არის ძალიან საგულისხმო, მაგრამ არ ვიცი რამდენად ექნება ამას ეფექტი ივანიშვილზე ან „ქართულ ოცნებასა“ და ხელისუფლებაზე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ „მაგნიტსკის სიაზე“ საუბრისას განაცხადა.

გიგი წერეთლის განცხადებით, აღნიშნული პროცესი ჯერჯერობით ივანიშვილზე გავლენას ვერ ახდენს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომავალში ვერ მოახდენს.

„თუ ხელისუფლების პოზიციაზე ვილაპარაკებთ, როგორც ჩანს, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ამ გაცხადებული კამპანიის პირობებში, რომელიც აქვს ხელისუფლებას დასავლეთის წინააღმდეგ, ყოველდღიურად ჩვენ ვხედავთ ერთი განაყოფის განცხადებებს, რომელიც პირდაპირ დასავლეთს ურტყამს ყველა მეთოდით, ამიტომ ასეთ ვითარებაში ვიფიქროთ იმაზე, რომ მათ შორის განცხადებები და რეზოლუციები მოქმედებს, როგორც ჩანს ჯერჯერობით მაინც და მაინც არ მოქმედებს და ამით აზარალებს საქართველოს ინტერესს. მე ვფიქრობ, რომ ამას ყველაფერს ივანიშვილზე ჯერჯერობით დიდი ზემოქმედება არ აქვს, ეგზისტენციალურ საფრთხეს ვერ გრძნობს. ამ საფრთხეს ვერ გრძნობს ვერც ქვეყნის შიგნით.

მაგრამ ჯერ ვერ ახდენს არ ნიშნავს, რომ ვერ მოახდენს, ბევრი კომპონენტი ერთად რაღაცას მოახდენს, მაგრამ რომ მოახდენს, უკვე ძალიან მტკივნეული იქნება მათთვისაც და ძალიან ცუდი იქნება ქვეყნისთვისაც. ისედაც მთლიანად ვართ გახვეული ნეგატიურ საბურველში, საქართველოზე არაფერი კარგი არ ისმის“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

რაც შეეხება სიის შემადგენლობას, გიგი წერეთლის თქმით, თუ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გვარები სიაში არ მოხვდა, მაშინ უბრალოდ ციხის თანამშრომლის ან რომელიმე ექიმის დასანქცირებას გავლენა არ ექნება.

„თუ რაიმე სიასა და გვარებზეა ლაპარაკი, ბუნებრივია პოლიტიკოსების გარეშე ეს სია ვერ შედგება და არც ის წონა არ ექნება. სიმართლე გითხრათ, ციხის რომელიმე თანამშრომლის დასანქცირება ან რომელიმე ექიმის დასანქცირება არ იქნება ეფექტის მომტანი, თუმცა ყველასთვის იქნება მაგალითი, რომ ასე მოქცევას თავისი ფასი და სასჯელი აქვს. მთავარია მსხვილი, მნიშვნელოვანი პოლიტიკური გვარები, რომლებიც სავარაუდოდ უნდა იყვნენ ამ სიაში, თუკი ასეთი სია იქნება“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
ხათუნა ბურკაძე - გულანთებული მოქალაქეები საქართველოს ევროპული მომავლისათვის იბრძვიან, ხელისუფლებამ ხალხის ხმა უნდა გაიგოს
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით