The Guardian - დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის ტანკების გადაცემის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ორშაბათს გააკეთებს

დიდი ბრიტანეთი უკრაინისადმი ტანკების გადაცემის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ორშაბათს გააკეთებს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, მისმა უკრაინულმა წყაროებმა აღნიშნეს, რომ შემდეგ პარასკევს დასავლეთის თავდაცვის მინისტრების დაგეგმილი შეხვედრის ფონზე დადებითი გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის მიერ უკვე მიღებულია, ხოლო ფორმალური განცხადება ორშაბათს არის მოსალოდნელი.

The Guardian-ის წყაროების თანახმად, საუბარი კიევისთვის დაახლოებით 10 Challenger 2 ტანკის გადაცემაზეა, რაც, მათი იმედით, დაეხმარება გერმანიას მისი Leopard 2 ტანკების უკრაინისთვის რეექსპორტირების უფლება გასცეს.

აქამდე ცნობილი გახდა, რომ კიევის მხრიდან მრავალთვიანი თხოვნების შემდეგ დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის ტანკების გადაცემის შესაძლებლობას განიხილავდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკზეა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო