ანა ბუჩუკური - ქალბატონი გიულის ინტერესის სფეროში რატომ და როგორ აღმოვჩნდით, ეს მას უნდა ვკითხოთ - აქ ყველაზე კომიკურია, თურმე როგორი მნიშვნელობა ჰქონია „ქართული ოცნებისთვის“ მის სიტყვას და შეფასებას

ქალბატონი გიულის ინტერესის სფეროში რატომ და როგორ აღმოვჩნდით, ეს მას უნდა ვკითხოთ. აქ ყველაზე კომიკურია, თურმე როგორი მნიშვნელობა ჰქონია „ქართული ოცნებისთვის“ ქალბატონი გიულის სიტყვას და შეფასებას, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

როგორც ბუჩუკურმა აღნიშნა, ფარული ჩანაწერების გავრცელება, „სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია". ოპოზიციონერმა დეპუტატმა განაცხადა, რომ „ეს არის ერთგვარი ბრძოლის იარაღი და მანიპულირების მექანიზმი“.

„ყველასთვის ცნობილი არის, რომ ფარული ჩანაწერებით ოპერირება უცხო არ არის არც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და არც „ქართული ოცნებისთვის“. რაც თავი მახსოვს, ქართული პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია ეს ერთგვარი ბრძოლის იარაღი და მანიპულირების მექანიზმი. აქ მართლაც კომიკური არის ის, რომ გიული ალასანია, რომელიც არ არის პოლიტიკოსი და არის პატიმრის, ყოფილი პრეზიდენტის მშობელი, მის ჭორაობას და შეფასებებს იმოწმებს „ქართული ოცნება“, როგორც მტკიცებულებებს. საკმაოდ ცუდად არის „ქართული ოცნების“ საქმე, როდესაც ის წელს ხსნის და მტკიცებულებად მოჰყავს გიული ალასანიას შეფასება.

ამას წინ უძღოდა ნიკა მელიას ფარული ჩანაწერი, რის ავთენტურობაზეც მსჯელობას აზრი არ აქვს, ამიტომ შინაარსზე სერიოზულად არ უნდა ვიმსჯელოთ. ამ ჩანაწერში არამხოლოდ „ქართულ ოცნებას“ შეიძლება ჰქონდეს ინტერესი იმის გათვალისწინებით, თუ რა პროცესები მიმდინარეობს „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით. რამდენიმე დღეში კი ვიხილეთ გიული ალასანიას ჩანაწერი და მნიშვნელოვანია თუ სად გავრცელდა და ვინ მოახდინა ამ ჩანაწერების ტირაჟირება. არავისთვის იქნება უცხო რომ ვთქვა, რომ ეს ყველაფერი დაიწყო „რუსთავი 2“-მა და ეს არხი ისეთი რამის ტირაჟირებას არ მოახდენდა, რომ არ ყოფილიყო „ქართული ოცნების“ ინტერესი და შემდეგ ეს გააგრძელა „იმედმა“.

როდესაც გიორგი გახარიაზე მიდგება საქმე, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ ინტერესი ემთხვევა ერთმანეთს და ძალიან მარტივი ახსნა აქვს ამას. ამ ორ პარტიას დავარქვით ერთი ჯოხის ორი ბოლო დღევანდელი მდგომარეობით. ერთსაც და მეორესაც ძალიან კარგად ესმის, რომ მათ მესამე არ აწყობთ“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა