ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინა შთამბეჭდავად ამბიციური, ძლიერი და სწრაფია შედეგების მიღწევაში

უკრაინა შთამბეჭდავად ამბიციური, ძლიერი და სწრაფია შედეგების მიღწევაში, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა შვედეთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკომისრების კოლეგია უკრაინას თებერვლის დასაწყისში ეწვევა.

„უკრაინა შთამბეჭდავად ამბიციური, ძლიერი და სწრაფია შედეგების მიღწევაში. ეს ძალიან კარგია. ამ პროცესის მხარდასაჭერად, კოლეგია უკრაინას თებერვლის დასაწყისში ეწვევა - გვექნება კოლეგია-მთავრობის შეხვედრა”, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა არ დაასახელა ვიზიტის ზუსტი თარიღი. მან ასევე აღნიშნა, რომ დღეისთვის ევროკომისიისა და უკრაინის ხელისუფლების საერთო სამუშაოში „დაახლოებით 18-20 სხვადასხვა საბუთია“.

„ეს [კოლეგია-მთავრობის შეხვედრა] ძალიან კარგი პუნქტი იქნება, რათა დღის წესრიგში მყოფ სხვადასხვა თემაზე [მუშაობა] გავაღრმაოთ და უფრო ინტენსიური გავხადოთ. ეს აჩვენებს, რამდენად მოცულობითია ჩვენი დღის წესრიგი”, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში