Bloomberg - გერმანიამ მომავალ კვირას, შესაძლოა, უკრაინისთვის დასავლური ტანკების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადოს

გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ მომავალ კვირას, შესაძლოა, გამოაცხადოს გადაწყვეტილება უკრაინისთვის დასავლური ტანკების მიწოდების შესახებ. ამის შესახებ Bloomberg ორ წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის წყაროების თანახმად, გერმანია, სავარაუდოდ, გადაწყვეტს უკრაინას მძიმე ტანკები მიაწოდოს, რადგან ბერლინის მიმართ მძიმე ტანკების გადაცემის შესახებ მოწოდება სულ უფრო და უფრო ხშირია.

ბერლინი გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, 20 იანვარს, ამერიკულ "რამშტეინის" საჰაერო ბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრამდე მიიღებს.

"შეხვედრაზე გერმანიის თავდაცვის მინისტრი ქრისტინე ლამბრეხტი „გაგზავნის მკაფიო მესიჯს" Leopard 2-ის მიწოდებასთან დაკავშირებით", - განუცხადა Bloomberg-ს ერთ-ერთმა წყარომ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო