ურსულა ფონ დერ ლაიენი - ფინანსური დახმარების პირველი ტრანში, რომელიც 18 მილიარდ დოლარს შეადგენს, უკრაინას იანვარში გადაეცემა

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა შვედეთის მიერ ევროკავშირის თავმჯდომარეობის გადაბარებამდე ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. BBC-ის ინფორმაციით, მათი საუბრის მთავარი საკითხები უკრაინაში მიმდინარე ომსა და უკრაინის ევროკავშირთან ურთიერთობას შეეხო.

მედიასაშუალების ინფორმაციით, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ფინანსური დახმარების პირველი ტრანში 2023 წელს, რომელიც 18 მილიარდ დოლარს შეადგენს, უკრაინას იანვარში გადაეცემა და ეს იქნება პარტნიორი ქვეყნისთვის ევროკავშირის დახმარების ყველაზე დიდი ტრანში.

ასევე აღინიშნა, რომ თებერვალში ევროკავშირის საბჭო ეწვევა უკრაინას და ქვეყნის მთავრობასთან შეხვედრას გამართავს.

პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ ომის დაწყებიდან რუსეთმა ევროპაში გაზის მიწოდების 80% შეწყვიტა, მაგრამ ევროპა ახერხებს მიწოდების დივერსიფიკაციას.

„შრომამ შედეგი გამოიღო. გაზზე ფასები დღეს უფრო დაბალია, ვიდრე რუსეთის შემოჭრამდე იყო", - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას