იაგო ხვიჩია - „მაგნიტსკის სიის" მომზადებას აზრი არ აქვს იმიტომ, რომ მიშა მაგნიტსკი არ არის - მჯერა, რომ სააკაშვილი ციხეში ყოფნით იტანჯება და მისთვის შეიძლება ეს წამებას უთანაბრდება

„მაგნიტსკის სიის" მომზადებას აზრი არ აქვს იმიტომ, რომ მიშა მაგნიტსკი არ არის, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

იაგო ხვიჩიას თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მაგნიტსკის შორის ბევრი განსხვავებაა, თუნდაც ის, რომ მაგნიტსკი მოკლეს, ხოლო სააკაშვილი ცოცხალია.

„მაგნიტსკი მკვდარია და შენ ცოცხალი ხარ, აქედან დაიწყე განსხვავებების ძებნა. შემდეგ, ის ადვოკატი იყო, შენ პრეზიდენტი, ის რუსეთში იყო, შენ საქართველოში ხარ, იმან კორუფციული სქემების შესახებ რაღაც გააკეთა, შენ აქეთ გედავებიან ამას“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიას განმარტებით, მას არ სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლეს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში ყოფნით იტანჯება და მისთვის შეიძლება ეს წამებას უთანაბრდება.

„ტყუილია ჩემი აზრით ის, რომ მიშა მოწამლეს. თავისუფლების აღკვეთამ თანამედროვე ციხეების სახით თავისი თავი ამოწურა, საერთოდ უნდა გაუქმდეს, ჩემი აზრით და სხვა ფორმაა მოსაფიქრებელი, ბევრი რაღაცაა გადასახედი და თუ ასეთი კრიტიკით შევხედავთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის თავისუფლება შეზღუდული და ამიტომ არაადამიანურ პირობებში, შეგვიძლია ასე შევხედოთ, მაგრამ მიშა პირიქით, ციხესთან შედარებით უკეთეს პირობებში იმყოფება, მაგრამ მე ვინაიდან ვიცი, კარს რომ დაგიხურავენ ყველგან ციხეა, უკეთეს და უარეს პირობებზე არ მინდა საუბარი, მაგრამ ის, რომ ეს პროცესი ვაქციოთ ციხიდან გათავისუფლების პირობად, მე რთულად წარმომიდგენია.

მე არ მჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილს გამიზნულად წამლავენ, რთულად დასაჯერებელია. მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის საკითხი, ჩემი აზრით, ამის მიუხედავად დგას. მიხელ სააკაშვილს რომ წამლავენ, ეგ რომ მთავარი არგუმენტი იყოს, წელიწად ნახევრის განმავლობაში რამენაირად მოწამლავდნენ. მე მჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში ყოფნით იტანჯება და მისთვის შეიძლება ეს წამებას უთანაბრდება, მე ამის მჯერა მიხეილ სააკაშვილის გადმოსახედიდან“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024