რუსეთი მამაკაცებისთვის აუცილებლად ჩაკეტავს საზღვრებს, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა New Voice-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, საზღვრების ჩაკეტვა კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ რუსებს “ფრონტზე არც ისე კარგად მისდით საქმეები”.
„ისინი აუცილებლად ჩაკეტავენ საზღვრებს, ამაში დარწმუნებულები ვართ, 65 წლამდე მამაკაცებისთვის გასასვლელად, და არა 60 წლამდე, როგორც აქამდე იყო. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ მათ არც ისე კარგად მისდით საქმეები ფრონტზე. მაგრამ ის, რომ თანამედროვე ჰიტლერმა - პუტინმა - ფსონად მთელი რუსეთი დადო, ამას კარგად ვხედავთ”, - თქვა დანილოვმა.