ირანში, ჯაშუშობაში მსჯავრდებული თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელსაც ბრიტანეთის და ირანის მოქალაქეობა ჰქონდა, სიკვდილით დასაჯეს
ირანში სიკვდილით დასაჯეს ალირეზა აკბარი, ირანის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელსაც ორმაგი - ბრიტანეთის და ირანის - მოქალაქეობა ჰქონდა, - ინფორმაციას СNN-ი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, აკბარის სასიკვდილო განაჩენი 11 იანვარს, მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ის ირანის წინააღმდეგ გაერთიანებული სამეფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გაასამართლეს.
CNN-ის ინფორმაციით, აკბარი ირანის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა, ის ასევე იყო სტრატეგიული კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელი. აკბარი ირანის რეფორმატორი პრეზიდენტის, მოჰამედ ხათამის დროს მსახურობდა. ის ირანში 2019 წელს დააკავეს.