საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტში 2023 წლიდან 50-მდე სერვისი ჟესტურ ენაზე ხელმისაწვდომი გახდა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრში ჟესტური ენით მომსახურება დაინერგა, რაც ყრუ და სმენადაქვეითებული მოქალაქეებისთვის საპატრულო პოლიციის 50-მდე სერვისის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყების სისტემაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანების შესრულების მიზნით გაკეთდა.

როგორც შსს-ში განმარტავენ, ერთიანი მომსახურების ცენტრის ინსპექტორები გადამზადდნენ შშმ პირების მომსახურების სპეციფიკასა და ჟესტურ ენაში, აგრეთვე, შეიქმნა შშმ პირთა მომსახურების სტანდარტი, რომლის მეშვეობითაც ხდება მომსახურების გაცემა.

„აღსანიშნავია, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობა ადაპტირებულია შშმ პირთა საჭიროებებზე. კერძოდ, ეტლით მოსარგებლე პირებისთვის ფუნქციონირებს ლიფტი, ხოლო მხედველობაშეზღუდული მოქალაქეებისთვის (უსინათლო, მცირედმხედველი) განთავსებულია ტაქტილური ბილიკები, რომელთა გამოყენებითაც აღნიშნული კატეგორიის მოქალაქე ერთიანი მომსახურების ცენტრის სივრცეში ხვდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სატელეფონო მომსახურების ცენტრში დაინერგა ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის ვიდეოზარით მომსახურების მოდელი, რის შედეგადაც ყრუ და სმენადაქვეითებული მოქალაქეებისთვის დისტანციურად ხელმისაწვდომია საპატრულო პოლიციის 50-მდე სერვისი. მომსახურებას გასცემს ერთიანი მომსახურების ცენტრის ინსპექტორი, რომელიც გადამზადებულია და ფლობს ჟესტურ ენას.

ვიდეოზარით მომსახურების მისაღებად ყრუ და სმენადაქვეითებულმა პირმა უნდა მოგვმართოს შემდეგ ნომერზე - +995 577 77 51 91, ხორციელდება მიღებული ზარების ჩაწერა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მუდმივად ზრუნავს შშმ პირებისთვის მომსახურების გაუმჯობესებაზე, ინკლუზიური და თანასწორი გარემოს შექმნით“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო