შსს-ს აკადემიის ინსტრუქტორებმა აშშ-ში საბაზისო მომზადების კურსი დაასრულეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ინსტრუქტორებმა - ნინო ქარცხიამ და ირაკლი ცაგურიამ აშშ-ის ილინოისის შტატის პოლიციის აკადემიის 14-კვირიანი საბაზისო მომზადების კურსი წარმატებით დაასრულეს.

შსს-ს ცნობით, კურსის დახურვისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე მიწვეული იყო საქართველოს შსს-ს აკადემიის დელეგაცია, რექტორის - ივანე პაპიაშვილის ხელმძღვანელობით.

„აღნიშნული კურსი საქართველოს შსს-ს აკადემიასა და აშშ-ის ილინოისის შტატის პოლიციის აკადემიას შორის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროსთან (INL) თანამშრომლობის ფარგლებში, პირველად განხორციელდა.

ქართველი ინსტრუქტორები აშშ-ში მიღებულ ცოდნას შსს-ს აკადემიაში არსებული სასწავლო პროცესის მოდერნიზაციისთვის გამოიყენებენ.

კურსის დახურვის ცერემონიის პარალელურად, ვიზიტის ფარგლებში, ქართულ დელეგაცია ილინოისის შტატის პოლიციის აკადემიისა და პოლიციის სხვადასხვა დანაყოფის საქმიანობას გაეცნო. მხარეებმა ასევე განიხილეს პოლიციელთა განათლების სფეროში სამომავლო თანამშრომლობის საკითხები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შესახებ - ახალი სპორტული ობიექტები შესანიშნავია და უმაღლესი დონის საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული საერთაშორისო სკოლის დირექტორი  - „საქართველოს კაპიტალი“ ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორად არაკომპეტენტური და საეჭვო რეპუტაციის პირის დანიშვნას ცდილობს
„ამბასადორი აილენდ ბათუმს“ ზღვაში მოწყობილი 19 ჰექტარი  ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა