უკრაინის სამხედრო დაზვერვა - რუსეთი გრძელვადიანი ომისთვის ემზადება

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო აცხადებს, რომ რუსეთი ხანგრძლივი ომისთვის ემზადება და ეკონომიკა „სამხედრო რელსებზე“ გადაჰყავს.

„პუტინის მიერ მიღებული ზომები რუსეთის ფედერაციის ეკონომიკისა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის რეორგანიზაციისთვის მოწმობს, რომ რუსეთი საომარ მდგომარეობაში გადასასვლელად ემზადება. ამ ზომების მიზანია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების პოტენციალის გაძლიერება და პირობების შექმნა ოპერაციების ჩასატარებლად, რომელიც ომის დასაწყისში დაიგეგმა, მაგრამ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ წარუმატებლად განხორციელდა. ოკუპანტი ქვეყნის მცდელობები მოიზიდოს ყველა სამხედრო რესურსი უკრაინაში ომის გასაგრძელებლად და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, გერასიმოვის საოკუპაციო ძალების ახალ მეთაურად დანიშვნა არა მხოლოდ რუსეთის სამხედრო წარუმატებლობას მოწმობს, არამედ ფართომასშტაბიანი გრძელვადიანი ომის გასაგრძელებლად რუსეთის ფედერაციის მზადებასაც ადასტურებს”, - აცხადებენ უკრაინის სამხედრო დაზვერვაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო