ისნის მაჟორიტარი დეპუტატი ვაზისუბანში მომხდარ შემთხვევაზე - ამ კორპუსიდან ლიფტის შეკეთება-რეაბილიტაციაზე არავის მოუმართავს

საკრებულოში ისნის მაჟორიტარი დეპუტატის, კახა ლაბუჩიძის განცხადებით, ვაზისუბანში, სადაც ლიფტის შახტაში ცოლ-ქმარი დაიღუპა, შემთხვევა, სავარაუდოდ, ლიფტის გაუმართაობის გამო მოხდა.

ამის შესახებ კახა ლაბუჩიძემ "ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

„ჩვენ გვაქვს ის ინფორმაცია რაც მოხდა. დიდი ტრაგედიაა, დაიღუპა ახალგაზრდა ცოლ-ქმარი. ველოდებით გამოძიებას, რომელიც მალე დასრულდება და ზუსტ მიზეზს გვეტყვის. არ ვიცი, ლიფტი მწყობრიდან იყო თუ არა გამოსული. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მოხდა ლიფტის გაუმართაობის გამო. ის, ინფორმაცია რაც ვრცელდება, რომ თითქოს ლიფტთან დაკავშირებით გამგეობას მიმართეს ადგილობრივებმა და გამგეობის მხრიდან რეაგირება არ იყო, ტყუილია. აქ ოთხი სადარბაზოა და ამ კორპუსიდან არცერთი ლიფტის შეკეთებაზე, რეაბილიტაციაზე მომართვიანობა არ ყოფილა”, - აცხადებს კახა ლაბუჩიძე.

გარდაცვლილთა ცხედრები ექსპერტიზაზე უკვე გადაასვენეს.

შეგახსენებთ, რომ თბილისში უბედურ შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ლიფტი გამოიძახეს, თუმცა, კარი ისე გაიხსნა, რომ ლიფტის კაბინა იმ სართულზე არ იყო. მამაკაცი შახტაში ჩავარდა, მის დახმარებას მეუღლე ცდილობდა, რა დროსაც ლიფტი დაიძრა და ორივე გარდაიცვალა.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში