მეზობლების ვარაუდით, ვაზისუბანში ცოლ-ქმრის გარდაცვალება ლიფტის სიძველემ გამოიწვია

ვაზისუბანში მომხდარი ტრაგედიის შესახებ საუბარი უჭირთ გარდაცვლილი ცოლ-ქმრის ნათესავებს. როგორც მათ “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, იყო თუ არა ლიფტი მწყობრიდან გამოსული და ამან გამოიწვია თუ არა ცოლ-ქმრის გარდაცვალება, დაზუსტებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვთ.

რაც შეეხება ადგილობრივების მოსაზრებებს, როგორც მათ “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ცოლ-ქმრის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, მოძველებულმა ლიფტმა გამოიწვია.

მათი თქმით, წყვილი კორპუსში საცხოვრებლად სულ 3 წლის გადასული იყო. მათ მცირეწლოვანი შვილი დარჩათ.

„ლიფტის კარი როცა გაიხსნა, სავარაუდოდ, არ იყო მოსული. როგორც ამბობენ, შახტაში ჯერ კაცი ჩავარდა, რომლის დახმარებასაც ქალი ცდილობდა. ამასობაში კი, ორივე მათგანი ლიფტმა ჩაიტანა. ლიფტი იყო თუ არა მწყობრიდან გამოსული ვერ გეტყვით, გვერდით კორპუსში ვცხოვრობ, მაგრამ 50 წლის ბინებია, მოძველებულია მათ შორის ლიფტებიც”, - აცხადებს ადგილობრივი.

ვაზისუბანში მდებარე პირველი კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე, გარიკ სიმონიანი კი აცხადებს, რომ მათ კორპუსში ლიფტი გაუმართავი არ იყო.

ჟურნალისტების კითხვაზე - ემსხვერპლა თუ არა ახალგაზრდა ცოლ-ქმრის სიცოცხლე მათ კორპუსში გაუმართავ ლიფტს? სიმონიანმა უპასუხა: „კორპუსს გამგეობისთვის არ მიუმართავს, რომ ლიფტი უნდა გაკეთდეს. არ იყო ლიფტი გაფუჭებული. არაფერი არ ვიცი. თავი დამანებეთ, გეუბნებით”.

კორპუსში, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?