აშშ-ში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

ზუგდიდელი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ოჯახი და მეგობრები 11 იანვრიდან ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. ის ამერიკაში, ფილადელფიის შტატში იმყოფებოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარდაცვლილის ახლობელმა განუცხადა, 35 წლის მამაკაცი ამერიკაში სამუშაოდ ერთი წლის წასული იყო.

მისივე ინფორმაციით, ის კერძო კომპანიაში იყო დასაქმებული და ამერიკაში, ავტოავარიით მაშინ გარდაიცვალა, როცა ავტომანქანით ტვირთი გადაჰქონდა.

გარდაცვლილს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

„ბოლო რამდენიმე დღე კავშირზე არ გამოდიოდა. 11 იანვარს მეგობრებისთვის უთქვამს, რომ რაღაც შეკვეთა ჰქონდა და ტვირთი დანიშნულების ადგილამდე უნდა მიეტანა. როგორც გვაქვს ინფორმაცია, გადაადგილების დროს ჩაეძინა და რაღაცას დაეჯახა, რის შედეგადაც, გარდაიცვალა. ამერიკაში სამუშაოდ ერთი წლის წასული იყო. აქ მეუღლე და ორი შვილი ჰყავს”, - განაცხადა გარდაცვლილი მამაკაცის ახლობელმა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საკონსულო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ და მუდმივ კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან.

„განხორციელდება საჭირო პროცედურები“, - აცხადებენ უწყებაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო