რუსეთის მიერ უკრაინის სარაკეტო დაბომბვის შედეგად მოლდოვის ტერიტორიაზე რაკეტის ნამსხვრევები მესამედ ჩამოვარდა

რუსეთის მიერ უკრაინის სარაკეტო დაბომბვის შედეგად მოლდოვის ტერიტორიაზე რაკეტის ნამსხვრევები მესამედ ჩამოვარდა.

ინფორმაციას ამის შესახებ მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“რუსეთის მიერ უკრაინის მასიური დაბომბვის შედეგად, სასაზღვრო პოლიციის პატრულმა, დღეს დილით, ლარგას სასაზღვრო სექტორთან რაკეტის ნამსხვრევები აღმოაჩინა, რომელიც უკრაინაზე რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად იყო გაშვებული”, - წერია მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ინციდენტთან დაკავშირებით მოლდოვამ უკრაინასთან სასაზღვრო ზონაში პატრულების რაოდენობა გაზარდა, სამაშველო სამსახურს შეატყობინა და დაუყოვნებლივი ზომები მიიღო რაიონის დასაცავად.

“უკრაინის დაბომბვის გამო მოლდოვის ტერიტორიაზე რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის უკვე მესამე შემთხვევაა. როგორც წინა შემთხვევებში, ყველა აუცილებელი ქმედება ხორციელდება კომპეტენტური უწყებების პროცედურასთან შესაბამისად”, - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, ამას წინად მოლდოვის ტერიტორიაზე რაკეტის ნამსხვრევები 5 დეკემბერს ჩამოვარდა, მანამდე კი 31 ოქტომბერს.

ავთანდილ წულაძე - მიუნხენის კონფერენციის ფონზე საქართველო და სომხეთი ძალიან რთულ ვითარებაში არიან, რადგან ვაშინგტონის ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ჯერ არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს