ვოლოდიმირ ზელენსკი - შესაძლებელია რუსული ტერორის გაჩერება? - კი! - შეიძლება ამის როგორმე სხვანაირად გაკეთება, ვიდრე უკრაინაში ბრძოლის ველზე? - სამწუხაროდ, არა!

რუსული ტერორის შესაჩერებლად ჩვენი პარტნიორების საწყობებზე არსებული იარაღი არის საჭირო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„შესაძლებელია რუსული ტერორის გაჩერება? - კი. შეიძლება ამის როგორმე სხვანაირად გაკეთება, ვიდრე უკრაინაში ბრძოლის ველზე? - სამწუხაროდ, არა. ეს შესაძლებელია და უნდა გავაკეთოთ ჩვენს მიწაზე, ჩვენს ცაში, ჩვენს ზღვაში. რა არის ამისთვის საჭირო? - ის იარაღი, რომელიც ჩვენი პარტნიორების საწყობებშია და რომელსაც ჩვენი მეომრები ასე ელიან. არანაირ დარწმუნებებს ან დროს, რომელიც უბრალოდ გადის, არ შეუძლია ტერორისტების გაჩერება, რომლებიც მეთოდურად კლავენ ჩვენს ხალხს რაკეტებით, ირანში ნაყიდი დრონებით, თავიანთი არტილერიით, ტანკებითა და ნაღმმტყორცნებით. მთელმა მსოფლიომ იცის რას და როგორ შეუძლია იმათი გაჩერება, ვინც სიკვდილს თესავს”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 14 იანვარს უკრაინის მიმართულებით 30-ზე მეტი გაშვებული რუსული რაკეტიდან უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 20-ზე მეტი ჩამოაგდო, რისთვისაც უკრაინის საჰაერო ძალებსა და მეზენიტეებს მადლობა გადაუხადა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო