გიორგი ტყემალაძე ვაზისუბანში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო   მწუხარებას გამოთქვამს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ვაზისუბანში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და ლიფტის ვარდნისას ცოლ-ქმრის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც გიორგი ტყემალაძე აცხადებს, დაწყებულია გამოძიება, რომელიც ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებს დაადგენს.

"მინდა, მწუხარება გამოვთქვა ვაზისუბანში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო და მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს. როგორც ამ დროისთვისაა ცნობილი, შემთხვევა, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ლიფტის გაუმართაობის გამო მოხდა, თუმცა ზუსტ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მომხდარის გამო", - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.

ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

ცნობისთვის, გუშინ ვაზისუბანში 40 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარი ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ლიფტი გამოიძახეს, თუმცა, კარი ისე გაიხსნა, რომ ლიფტის კაბინა იმ სართულზე არ იყო. მამაკაცი შახტაში ჩავარდა, მის დახმარებას მეუღლე ცდილობდა, რა დროსაც ლიფტი დაიძრა და ორივე გარდაიცვალა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო