რომეო მიქაუტაძემ „ახალი სამგორის მზის ელექტროსადგურის" პროექტის განვითარების შესახებ კომპანია  Masdar -ში შეხვედრა გამართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ და „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის" დირექტორმა ჯაბა ხმალაძემ არაბთა გაერთიანებული საამიროებში მიმდინარე „აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის" ფარგლებში, კომპანია Masdar-ის დირექტორთან მოჰამედ ჯამელ ალ რამაჰთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული კომპანია განახლებადი ენერგიისა და მდგრადი ურბანული განვითარების მიმართულებით გლობალური ლიდერია და მსოფლიოს 40 ქვეყანაში ოპერირებს.

„შეხვედრაზე მხარეებმა „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის" და Masdar- ის ერთობლივი პროექტის „ახალი სამგორის მზის ელექტროსადგურის" შემდგომი განვითარების საკითხები განიხილეს. „ახალი სამგორის მზის ელექტროსადგურის" საპროექტო დადგმული სიმძლავრე 96 მგვტ-ი იქნება. მისი მშენებლობა ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის იმპორტზე საქართველოს დამოკიდებულების შემცირებას და მოახდენს ელექტროენერგიის მიწოდების ადგილობრივი წყაროების დივერსიფიკაციას. გარდა ამისა, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები როგორც პროექტის მშენებლობის, ასევე ოპერირების დროს.

საქართველოს დელეგაცია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის ხელმძღვანელობით, „აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულში" მონაწილეობს. კვირეულის ძირითადი საკითხებია გლობალური თანამშრომლობა მდგრადი განვითარების მისაღწევად, ტექნოლოგია, ინოვაცია და ეკონომიკური განვითარება. კვირეულს ესწრება 4000-მდე დელეგატი, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნების პრემიერ - მინისტრები და პრეზიდენტები, კერძო სექტორის წარმომადგენლები, ექსპერტები და მეცნიერები“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო