„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი გიორგი მუმლაძე მზადაა, სხვა კანდიდატებთან იდებატოს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მსურველებს შეუძლიათ, ფორმატი და ადგილი თავად შეარჩიონ.
„ხაზს ვუსვამ, ნებისმიერთან, ნებისმიერ ფორმატში, სადაც უნდათ და როგორც უნდათ, ფორმატი აირჩიონ და მზად ვარ დებატები გაიმართოს. მე ეს თავიდანვე ვთქვი. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენმა მხარდამჭერებმა იცოდნენ, ვის აძლევენ ხმას, რა ხედვები, რა გეგმები გვაქვს. ამიტომ, მე ამას კი არ გავურბივარ, პირველივე დღიდან ვამბობ, თქვენ თვითონვე აირჩიეთ მეგობრებო ფორმატი, მე მზად ვარ, თქვენთან ნებისმიერ საკითხზე ვიდებატო“, - განაცხადა მუმლაძემ.