ნიკა მელია - ბუბა კიკაბიძემ რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, უარი თქვა მრავალმილიონიან აუდიტორიაზე და პუტინს ყველაზე თამამად და ყველაზე ხმამაღლა უთხრა, რომ სამშობლო არ იყიდება, არ ხურდავდება

საქართველო ემშვიდობება ბუბა კიკაბიძეს - აღიარებულ კინოვარსკვლავს, დაუვიწყარ მომღერალსა და უბრალოდ, ამ ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეს!,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას.

როგორც მელია წერს, რამდენიმე მილიონიან ქვეყანაში დაბადებული კაცი იქცა ასობით მილიონიანი აუდიტორიის კერპად, მას იცნობდნენ, აღიარებდნენ, უყვარდათ...

„ბუბა სარგებლობდა აბსოლუტური ცნობადობითა და საყოველთაო პოპულარობით ჯერ მთელ საბჭოთა კავშირში, შემდეგ კი მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, მაგრამ მიუხედავად ამისა, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, უარი თქვა მრავალმილიონიან აუდიტორიაზე და პუტინს ყველაზე თამამად და ყველაზე ხმამაღლა უთხრა, რომ სამშობლო არ იყიდება, არ ხურდავდება არც ტაშზე და არც ფულზე“,- წერს ნიკა მელია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო