პარტია "ხალხისთვის" - კახი კალაძის მერად ყოფნა თბილისს სიცოცხლის ფასად უჯდება, ანა დოლიძის მიერ შეთავაზებული გეგმა არც განუხილიათ და არც მერიას უზრუნია თბილისში ლიფტების რეაბილიტაციის თავისი გეგმის წარდგენაზე

კახი კალაძის მერად ყოფნა თბილისს სიცოცხლის ფასად უჯდება, ანა დოლიძის მიერ შეთავაზებული გეგმა არც განუხილიათ და ასევე მერიასაც არ უზრუნია თბილისში ლიფტების რეაბილიტაციის თავისი გეგმის წარდგენა. ამის შესახებ პარტიის "ხალხისთვის" განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, საბჭოთა დროს აშენებულ კორპუსებში შემორჩენილია, საბჭოთა დროინდელი ლიფტები, რომლის რეაბილიტაცია დღემდე მერიამ ვერ მოახერხა, შესაბამისად ამას ბევრი ადამიანის სიცოცხლე ეწირება.

ანა დოლიძემ 2020 წელს, დიდუბე-ჩუღურეთის არჩევნების დროს სამ პუნქტიანი გეგმა ლოფტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით წარადგინა.

" მერიამ უნდა გამოაცხადოს შესწავლა ლიფტების მდგომარეობის მიხედვით, ქვეყნის მაშტაბით და განსაზღვროს რომელი ლიფტები არის ვარგისი და რომლის გამოყენება დაუშვებელია, ასევე ამხანაგობას უნდა მისცეს არჩევანი, რომ ან გადასცეს მოსავლელად და სარგებლობისთვის ლიფტები მთელი რაიონების მაშტაბით კერძო კომპანიებს, მათი სარგებლობიდან მიიღებენ ასევე შემოსავალს ან დაუტოვებს ლიფტების საკითხს გადასაჭრელად შესაბამის ამხანაგობას", - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო