ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის 198 მოქალაქის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ფედერაციის, უკრაინისა და ბელარუსის 198 მოქალაქის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის შესახებ უკრანული მედია წერს.

როგორც უკრაინული მედია აღნიშნავს, ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო მეთაურის 15 იანვრის ბრძანებაში.

ზომები 10 წლის ვადით არის შემოღებული.

სანქციები დაწესდა მათ შორის, პრორუსი ჟურნალისტის დიანა პანჩენკოს მიმართ, რომელიც სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილ, ვიქტორ მედვედჩუკის ტელეარხებზე მუშაობდა. პანჩენკოს გარდა, სანქციები უკრაინის კიდევ შვიდ მოქალაქეს დაუწესდა.

ასევე სანქციები დაწესდა რუსი რეჟისორის ანდრეი კონჩალოვსკის და რუსი მომღერლის იური ლოზას წინააღმდეგ. სანქციების სიაში შედის რუსი "ჟურნალისტი" და კრიტიკოსი სერგეი სოსედოვი, ასევე სამხედრო კორესპონდენტი სემიონ პეგოვი, რომელიც დონბასში დაიჭრა.

სანქციები ასევე დაუწესდა ბელარუსის ოთხ მოქალაქეს, მათ შორის ადგილობრივ პროპაგანდისტ გრეგორი აზარენოკს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო