ილჰამ ალიევი - ვახტანგ კიკაბიძის ძვირფასი ხსოვნა მუდამ იცოცხლებს ჩვენს გულებში - ვიზიარებ თქვენს ტკივილს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ქართველი კინომსახიობის, საესტრადო მომღერლის, სცენარისტის, კინორეჟისორის, სიმღერების ავტორის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

მისი თქმით, ვახტანგ კიკაბიძის ხსოვნა მუდამ იცოცხლებს მათ გულებში.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ქართველი ხალხის უფროსი შვილის, გამოჩენილი მომღერლის, მსახიობისა და რეჟისორის ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების გამო.

ვახტანგ კიკაბიძის სახელი სამუდამოდ არის ამოტვიფრული საბჭოთა და ქართული კულტურის ისტორიაში. ვახტანგ კიკაბიძე მთელი ეპოქის სიმბოლოდ იქცა თავისი მრავალმხრივი ნიჭის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ხელოვნებაში შემოტანილი ახალი და უნიკალური ატმოსფეროს წყალობით. კინოში მის მიერ შესრულებული დაუვიწყარი გმირები, ორიგინალურად შესრულებული სიმღერები რამდენიმე თაობის გულებში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.

ვახტანგ კიკაბიძე აზერბაიჯანის დიდი მეგობარი იყო. მისი შემოქმედება ყოველთვის უყვარდა აზერბაიჯანელ ხალხს, მის პიროვნებას დიდ პატივს სცემდა და აღფრთოვანებული იყო. მან ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობების განვითარებასა და მეგობრული და მეზობლური ურთიერთობების განმტკიცებაში.

გამოჩენილი ხელოვანის და გულწრფელი ადამიანის ვახტანგ კიკაბიძის ძვირფასი ხსოვნა მუდამ იცოცხლებს ჩვენს გულებში.

ვიზიარებ თქვენს ტკივილს ამ მძიმე დანაკარგთან დაკავშირებით, ჩემი და მეჰრიბან ალიევას სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ”, - წერია ალიევის სამძიმრის წერილში.

გილიომ მერსიე - ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება საქართველოს ხელისუფლების ხელშია - ევროკავშირი მზადაა განაახლოს ურთიერთობა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შესახებ - ახალი სპორტული ობიექტები შესანიშნავია და უმაღლესი დონის საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული საერთაშორისო სკოლის დირექტორი  - „საქართველოს კაპიტალი“ ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორად არაკომპეტენტური და საეჭვო რეპუტაციის პირის დანიშვნას ცდილობს
„ამბასადორი აილენდ ბათუმს“ ზღვაში მოწყობილი 19 ჰექტარი  ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა