ნიკა მელია - 48 საათში 7 173 ამომრჩეველი დარეგისტრირდა - თავმჯდომარის არჩევნები, უშუალოდ ხმის მიცემა დაიწყება 28 იანვარს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ შიდაპარტიულ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 48 საათში 7 173 ამომრჩეველი დარეგისტრირდა.

მისივე ინფორმაციით, რეგისტრაცია გრძელდება 26 იანვრის 10:00 საათამდე.

"უზრუნველყოფილია რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სიისა და ხმის ფარულობა, რაც ნიშნავს, რომ არავის ექნება ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა არჩევანი გააკეთა ამომრჩეველმა (ვის მისცა ხმა).

თავმჯდომარის არჩევნები, უშუალოდ ხმის მიცემა დაიწყება: 28 იანვრის 10:00 სთ-ზე და დასრულდება 30 იანვრის 10:00 სთ-ზე",- ნათქვამია ნიკა მელიას "ფეისბუქზე" გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო