რუსეთი და ბელარუსი ერთობლივ საჰაერო წვრთნებს იწყებენ

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, წვრთნები, რომელსაც მისი საჰაერო ძალები რუსეთთან ერთად დღეს იწყებს, თავდაცვითი ხასიათისაა.

„სწავლება წმინდა თავდაცვითი ხასიათისაა, ეს იქნება ღონისძიებების ერთობლიობა ჩვენი და რუსული ავიაციის მოსამზადებლად შესაბამისი საბრძოლო დავალების შესასრულებლად“, - აღნიშნულია ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს „ტელეგრამზე“ გამოქვეყნებულ პოსტში.

უწყების განმარტებით, წვრთნები მოიცავს მომზადებას საჰაერო დაზვერვისთვის, მნიშვნელოვანი ობიექტების საჰაერო დაცვისა და კომუნიკაციებისთვის.

რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი წვრთნები 1-ელ თებერვლამდე გაგრძელდება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო