ავღანეთში ყოფილი პარლამენტარი ქალი მოკლეს

ყოფილი ავღანელი ქალი დეპუტატი, მურსალ ნაბიზადა, დაცვის ერთ-ერთ წევრთან ერთად, საკუთარ სახლში მოკლეს, - ინფორმაციას მედიასაშუალებები ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებენ.

ქაბულის პოლიციის პრესსპიკერის, ხალიდ ზადრანის განცხადებით, დაჭრილია ყოფილი პარლამენტარის ძმა და მისი დაცვის წევრი, დაცვის კიდევ ერთი წევრი კი შემთხვევის ადგილიდან ფულითა და ძვირფასეულობით მიიმალა.

„უსაფრთხოების ძალებმა მომხდარზე სერიოზული გამოძიება დაიწყეს,“ - განაცხადა ხალიდ ზადრანმა.

ამასთან, მას მკვლელობის მოტივზე არ უსაუბრია.

მურსალ ნაბიზადა პარლამენტის წევრად 2019 წელს აირჩიეს. ის ერთ-ერთი იყო იმ მცირერიცხოვან ავღანელ ქალ პარლამენტარებს შორის, რომლებიც ქაბულში დარჩნენ მას შემდეგ, რაც „თალიბანმა“ 2021 წლის აგვისტოში დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ავღანეთის მთავრობა დაამხო და ძალაუფლება ხელში ჩაიგდო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო