ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე, აღკვეთის ღონისძიების სახეებს შესაძლოა, ელექტრონული სამაჯური დაემატოს

ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე, აღკვეთის ღონისძიების სახეებს შესაძლოა, ელექტრონული სამაჯური დაემატოს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რითაც ფემიციდის წინააღმდეგ სახელმწიფოს პოლიტიკაზე ისაუბრა.

მისივე განმარტებით, ქალთა მიმართ ძალადობისა და გახშირებული ფემიციდის ფონზე, სახელმწიფო არსებული კანონმდებლობის გამკაცრებას გეგმავს.

„ახლა საკანონმდებლო ცვლილებაზე მუშაობა მიმდინარეობს. პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო, მათ შორის, ჩვენც ვართ ამ პროცესში ჩართული და ადამიანის უფლებათა კომიტეტი უწევს ორგანიზებას, რომ პროექტი გაიმართოს. ჩვენ დღეს პატიმრობა, გირაო და პირადი თავდებობა გვაქვს, ძირითადად პატიმრობა და გირაოა აღკვეთის ღონისძიების სახეები. სამაჯური განიხილება, როგორც ცალკე აღკვეთ ღონისძიებად და ასევე, განიხილება დამატებით ღონისძიებადაც, ამაზე ახლა მიდის მუშაობა. დეტალები საბოლოო ჯამში დაზუსტებული არაა. ყველაფერი დაკავშირებულია ფინანსურ უზრუნველყოფასთან, საკმაოდ ძვირი ჯდება ამ სისტემის შექმნა, ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა, სამაჯურების შესყიდვა, თანამშრომლების ტრენინგი და ა.შ.

თუ სწორად მახსოვს, 10 მილიონ ლარზე იყო საუბარი, პირველ ეტაპზე ფუნქციონირება რომ დაიწყოს და გარკვეული მარაგი გვქონდეს, თუმცა მუდმივად საჭირო იქნება დამატებითი თანხები. ეს თანხა პირობითად იყო დათვლილი, შეიძლება, მეტიც იყოს საჭირო. ეს არის მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს საპატიმრო ღონისძიებების გამოყენების შემცირებას და საბოლოო ჯამში, კონტროლის უფრო ეფექტური მექანიზმების არსებობას, ვიდრე გირაოა...საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა - თუ არ ვცდები, თითო აპარატი რამდენიმე ათასი დოლარი ღირს. დაზიანების შემთხვევაში, უნდა არსებობდეს ზიანის ანაზღაურების ეფექტური მექანიზმები, რომ მუდმივად არ დააზიანოს მოძალადემ, ამიტომ ბევრ ნიუანზეა სამუშაო“, - აცხადებს დარახველიძე.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო