მიხეილ დაუშვილი „ხალხის ძალის“ განცხადებაზე - რისთვისაც არ უნდა გვამზადონ, პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლების დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ოცნებას“

რისთვისაც არ უნდა გვამზადონ, პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლების დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ოცნებას“. ვისაც რა არ უნდა დააბრალონ, მოცემულობა მარტივია - სასჯელის აღსრულებაც და უფლებების დაცვაც „ოცნების" პასუხისმგებლობა,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის" წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, „ხალხის ძალის" განცხადება ხომ არ არის შემზადება იმისთვის, რომ შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი ციხეში გარდაიცვალოს.

მისივე თქმით, „ოცნება" თითოეული განცხადებით, რომლითაც თავს ესხმის დასავლეთს და მოკავშირეებს, ქვეყანას აზიანებს და კიდევ უფრო დაუცველს ხდის მას რუსული აგრესიის წინაშე.

„როცა ქვეყანას ჰყავს მტერი და ოკუპანტი, ამ დროს "ოცნება" ებრძვის მთავარ მოკავშირეებს, რომლებიც ჩვენი სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის მთავარი გარანტორები არიან. როგორც წარმოგიდგენიათ - რომ დავუშვათ, რომ გარკვეული პერიოდი საერთაშორისო იზოლაციაში მოვექეცით, რუსულ აგრესიას და ოკუპაციას რა შეიძლება დავუპირისპიროთ?! ვინმეს ხომ არ ჰგონია, რომ ეს აგრესია და ოკუპაცია დღეს არსებულ სტატუს-კვოზე გაჩერდება? რა თქმა უნდა, გაგრძელდება. ამიტომ უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ მსგავსი განცხადებებით, როცა "ოცნება" თავს ესხმის მოკავშირეებს, ამით ასუსტებს ჩვენს ქვეყანას,"- განაცხადა დაუშვილმა.

ინფორმაციისთვის, „ხალხის ძალა“ მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი თავის „პატრონებს" კონკრეტული თემებით აშანტაჟებს, „ამ პირობებში კი ისინი ყველაფერს იღონებენ მის გასათავისუფლებლად, ხოლო თუ მიზანს ვერ მიაღწიეს, რჩება გეგმა B: სააკაშვილის, როგორც ოქროს მოწმის მოშორება“.

„სააკაშვილის ლიკვიდაციის შემთხვევაში, პატრონები ორ კურდღელს დაიჭერენ: პირველი, მოიშორებენ ოქროს მოწმეს, რომელსაც ციხეში ნულოვანი პოლიტიკური ფასი აქვს; და მეორე და მთავარი, სააკაშვილის სიკვდილს ხელისუფლებას დააბრალებენ და ამ საბაბით, ქვეყანაში მასობრივი არეულობის მოწყობას შეეცდებიან, რისი საბოლოო მიზანიც ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილება და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა იქნება,"- აღნიშნულია „ხალხის ძალის" განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო