დავით მათიკაშვილი - „ხალხის ძალის“ შეხედულებას ნამდვილად აქვს არსებობის უფლება - სააკაშვილმა რომ ბევრი რამ იცის და მისი მეხსიერება ბევრ კომპრომატს მალავს, ეს ფაქტია, ყველაფერი დანარჩენი არის პოლიტიკური შეხედულებები

„ხალხის ძალის“ შეხედულებას ნამდვილად აქვს არსებობის უფლება - სააკაშვილმა რომ ბევრი რამ იცის და მისი მეხსიერება ბევრ კომპრომატს მალავს, ეს ფაქტია. ყველაფერი დანარჩენი არის პოლიტიკური შეხედულებები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა "ხალხის ძალის" განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, სააკაშვილის დახსნის სპეცოპერაცია მიმდინარეობს და მისი დახსნის სურვილი "ნაციონალურ მოძრაობას" და მის პარტნიორებს აქვთ.

როგორც მათიკაშვილი აღნიშნავს, სააკაშვილთან მიმართებით უამრავი პროვოკაციის შესახებ არის ცნობილი საზოგადოებისთვის და "ნაციონალური მოძრაობა" და მათი "პარტნიორები" არ ერიდებიან მსგავს პროვოკაციებს ვიწროპარტიული მიზნების განსახორციელებლად.

"ეს არის "ხალხის ძალის" მოსაზრება, რომელიც არსებულ ვითარებას ეხება, ეს რომ "ქართული ოცნების" მოსაზრება იყოს, ჩვენ ვისაუბრებდით ამაზე. ეს არის "ხალხის ძალის" შეხედულება, რომელსაც ნამდვილად აქვს უფლება არსებობდეს, ეს არის მათი ხედვა და როგორც სხვა ნებისმიერი პოლიტიკური ძალის ხედვას, პატივი უნდა ვცეთ.

ზოგადად, სააკაშვილმა რომ ბევრი რამ იცის და მისი მეხსიერება ბევრ კომპრომატს მალავს, ეს ფაქტია. ყველაფერი დანარჩენი არის პოლიტიკური შეხედულებები. ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც შეუძლიათ ადამიანებს საკუთარი მოსაზრებები გამოხატონ და აქ არც "ხალხის ძალაა" გამონაკლისი.

შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" არსენალში ყოველთვის არის ისეთი ნაბიჯები და სურვილი ამ ნაბიჯების გადადგმის, რომ ქვეყანაში არეულობა გამოიწვიონ, რის საშუალებასაც ხელისუფლება არ აძლევს,"- განაცხადა მათიკაშვილმა.

ინფორმაციისთვის, „ხალხის ძალა“ მიიჩნევს, რომ სააკაშვილი თავის "პატრონებს" კონკრეტული თემებით აშანტაჟებს, ამ პირობებში კი ისინი ყველაფერს იღონებენ მის გასათავისუფლებლად, ხოლო თუ მიზანს ვერ მიაღწიეს, "რჩება გეგმა B, რომელიც სააკაშვილის ლიკვიდაციაში მდგომარეობს".

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო